ბრიტანელ მედიკოსებს კოვიდვაქცინის მესამე დოზით ცრიან

ინგლისსა და უელში სამედიცინო მუშაკების ე.წ. ბუსტერული დოზით აცრები დაიწყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მესამე დოზით ცრიან იმ მედიკოსებს, რომლებმაც მეორე აცრა, სულ მცირე, 5 თვის წინ გაიკეთეს.

ე.წ. ბუსტერულო დოზები 50 წელს გადაცილებული პირებისთვისა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვისაც არის გათვალისწინებული. მოქალაქეთა ამ კატეგორიისთვის რეკომენდირებულია Pfizer-ის ერთი ან Moderna-ს ნახევარი დოზა.

ამჟამად ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე იმყოფება. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე COVID-19-ით 7 მილიონზე მეტი ბრიტანელი დაინფიცირდა.