ბრიტანელებმა გარდერობში 390 მილიონი არასაჭირო ნივთი დაითვალეს

გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს (56%) გარდერობში აქვს ისეთი ტანსაცმელი, რომელიც არ აცვიათ, ან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში აღარ აპირებენ, ეს კი 390 მილიონი არასაჭირო ნივთია, - ამის შესახებ მოწმობს ახალი კვლევა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩატარდა.

პანდემიის დაწყებამდე ნაგავსაყრელზე 350 მილიონი ნივთი მიემართებოდა, რომელთა სავარაუდო ღირებულება წლიურად 140 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო. ახალმა დამოუკიდებელმა კვლევამ აჩვენა, რომ თვითიზოლაციის პერიოდმა მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა.

რესპონდენტთა უმრავლესობის შემთხვევაში გარდერობში ჭარბობს ჩვეულებრივი ტრიკოტაჟის ტანსაცმელი, ზედები და ჯინსები. 5 რესპონდენტიდან 2-ზე მეტს (43%) ახალი ტანსაცმლის რეგულარული ყიდვა უყვარს.