ბრიტანელი მოდელი სელფის გადაღებისას კლდიდან გადავარდა და დაიღუპა

ბრიტანელი მოდელი სელფის გადაღებისას კლდიდან გადავარდა და დაიღუპა. Daily Mail-ის ინფორმაციით შემთხვევა პლაჟზე Diamond Bay-ზე მოხდა. 21 წლის მედალინ დევისი მეგობრებთან ერთად წვეულებიდან ბრუნდებოდა. მათ გადაწყვიტეს კლდეზე ასულიყვნენ და გათენებას დალოდებოდნენ. ავსტრალიელი მოდელი ამომავალი მზის ფონზე ფოტოს გადაღებას ცდილობდა, როდესაც ფეხი დაუსხლტდა და 30-მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. 

ის ადგილზე გარდაიცვალა.