ბრიტანელმა ქალმა კორონავირუსის შიშის გამო 57 კილოგრამი დაიკლო

ბრიტანეთის მკვიდრმა, ემა ფორესტ-ლიმ კორონავირუსით გარდაცვალების შიშის გამო 57 კილოგრამი დაიკლო.

პანდემიის დასაწყისში, ლინკოლნშირის 46 წლის მკვიდრი, სულ მცირე, 114 კილოგრამს იწონიდა. თუმცა, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ჭარბი წონა კორონავირუსით სიკვდილის რისკს ზრდის, საკუთარი თავი დაარწმუნა, რომ წონაში უნდა დაეკლო და ბრიტანეთის მთავრობის ყოველდღიური მოხსენებები პანდემიის შესახებ მოტივაციად გამოიყენა.

ემა ყოველდღიურად უამრავ სტატიას კითხულობდა იმის შესახებ, რომ ჭარბი წონის გამო, შესაძლოა, ადამიანი COVID-19-ით უფრო მარტივად დაინფიცირდეს. ამიტომ მან მიზნად დაისახა, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეეცვალა.