ბრიტანელს უნიკალური სამი ტყუპი შეეძინა - PHOTO

დიდ ბრიტანეთში ქეითი ქროუს უნიკალური სამი ტყუპი შეეძინა. მედიკოსების თქმით, ასეთი მშობიარობა 200 მილიონი დედიდან მხოლოდ ერთის შემთხვევაში ხდება. ამის შესახებ Daily Mail წერს.

ქალმა, რომელსაც იმ მომენტისთვის 4 წლის ვაჟი ჰყავდა, ფეხმძიმობის მე-12 კვირაში აღმოაჩინა, რომ სამ შვილს ერთდროულად ელოდება.

ასეთი რამ თავისთავად იშვიათობაა, თუმცა ექიმებმა კიდევ აღმოაჩინეს, რომ ყველა ტყუპი იდენტურები (ერთკვერცხისეულები) არიან.

კროუს ფეხმძიმობის 32-ე კვირაში უნდა ემშობიარა. მაგრამ ფეხმძიმობა რთული იყო და 28-ე კვირაზე მას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ქალს საკეისრო კვეთა გაუკეთეს.

სამივე ბავშვი ბიჭია. ექიმებმა მათ მოსავლელად ყველაფერი გააკეთეს.

თავად დედა აცხადებს, რომ ფასდაუდებელი იყო მეზობლების დახმარება, რომლებმაც სახლის კართან ანონიმურად პირველადი აუცილებლობის ნივთები დაუტოვეს.