ბრიტანეთი და ავსტრალია სავაჭრო ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმდნენ

დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია სავაჭრო ხელშეკრულების პირობებზე საბოლოოდ შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მისი ცნობით, მოლაპარაკებები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა დაუნინგ-სტრიტზე ვახშმის დროს გამართეს. ოფიციალური განცხადება დღის ბოლომდე გაკეთდება.

ახალი ხელშეკრულება საშუალებას მისცემს ბრიტანეთისა და ავსტრალიის საკვები პროდუქტების მწარმოებლებს და სხვა საწარმოებს, უფრო ადვილად ჰქონდეთ წვდომა ერთმანეთის ბაზრებზე.