ბრიტანეთი საწვავზე მომუშავე მანქანებს 2030 წლიდან აკრძალავს

დიდი ბრიტანეთი მზად არის, 2030 წლიდან აკრძალოს მანქანები, რომლებიც საწვავს საჭიროებს და დააჩქაროს ახალი ელექტრომანქანების გავრცელება ბრიტანეთის გზებზე. ამის შესახებ The Guardian წერს.

ბორის ჯონსონის მთავრობა, სავარაუდოდ, ელექტრომანქანებზე გადასვლის დაჩქარების შესახებ მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოაცხადებს.

ქვეყანაში საწვავზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვა 2040 წლისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა მდგომარეობა შეიცვალა და მათი მოხმარება 2030 წლისთვის შეწყდება.

ხელისუფლების თქმით, დიდი ბრიტანეთი მსგავსი გადაწყვეტილებით ბევრ ქვეყანას მათ შორის, საფრანგეთს, გერმანიას, ირლანდიას, ნორვეგიასა და ნიდერლანდებს გაუსწრებს.