ბრიტანეთი ტრანს-წყნარი ოკეანის სავაჭრო ბლოკის წევრობას ოფიციალურად მოითხოვს

მომავალ კვირას, დიდი ბრიტანეთი ტრანს-წყნარი ოკეანის სავაჭრო ბლოკის წევრობისთვის ოფიციალურ განაცხადს გააკეთებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება.

ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, ბრიტანეთმა სურვილი გამოთქვა, რომ ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის ყოვლისმომცველ და პროგრესულ შეთანხმებას, რომელშიც 11 ქვეყანაა გაერთიანებული.

”ევროკავშირისგან გამოყოფიდან ერთი წლის შემდეგ, ჩვენ ვქმნით ახალ პარტნიორობას, რაც ბრიტანეთის მოსახლეობას დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს", - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის ყოვლისმომცველ და პროგრესულ შეთანხმებაში გაწევრიანება მოხსნის ტარიფებს საკვებსა და სასმელებზე, ამასთან, ხელს შეუწყობს ტექნოლოგიისა და მომსახურების სექტორების გაუმჯობესებას.

ტრანს-წყნარი ოკეანის სავაჭრო ბლოკი ავსტრალიას, ბრუნეის, კანადას, ჩილეს, იაპონიას, მალაიზიას, მექსიკას, ახალ ზელანდიას, პერუს, სინგაპურსა და ვიეტნამს აერთიანებს და ამ ქვეყნებს შორის ვაჭრობის გამარტივების მიზნით, ტარიფებს აუქმებს.