ბრიტანეთში სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი აღმოაჩინეს - VIDEO

ბრიტანეთის პოლიციამ სასექსის საგრაფოში, ქალაქ გრეისში, ინდუსტრიული პარკის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი აღმოაჩინა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. 25 წლის ირლანდიელი მძღოლი დაკავებულია. 

გამოძიების ინფორმაციით ავტოსატრანსპორტო საშუალება ბულგარეთშია რეგისტრირებული და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ის შაბათს შემოვიდა. პოლიციის თქმით, სატვირთო ავტომობილი უელსში, ჰოლიჰედში მიემართებოდა, საიდანაც ბორნები ირლანდიის მიმართულებით გადიან.

პოლიცია ინციდენტის დეტალებს სწავლობს და გარდაცვლილთა იდენდიფიკაციას ცდილობს.