ბრიტანეთის ერთ-ერთ კურორტზე ევაკუაცია გამოცხადდა - VIDEO

ინგლისის ქალაქ ლემინგტონში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილი კვამლის სქელმა მასამ დაფარა. 

ხანძარს მეხანძრე-მაშველები ებრძვიან. შემთხვევის ადგილიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.

სახანძრო და სამაშველო სამსახურის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრო მაცხოვრებლებს ურჩევს  კარები და ფანჯრები არ გააღონ. 

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისათვის არ ვრცელდება.