დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-თან დაკავშირებით სხდომის ჩატარებას დაუჭირა მხარი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-თან დაკავშირებით სხდომის ჩატარებაზე თანხმობა განაცხადა. კანონმდებლები შაბათს, 19 ოქტომბერს შეიკრიბებიან.

საკითხს 287 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 275 წინააღმდეგი იყო.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას განიხილავს და მას კენჭს უყრის. სწორედ შაბათის სხდომაზე გადაწყდება, ქვეყანა ევროგაერთიანებას შეთანხმებით დატოვებს, თუ მის გარეშე.