ბრიტანეთის პარლამენტმა "ბრექსიტის" პროექტი მეორე მოსმენით მიიღო

ბრიტანეთის პარლამენტმა "ბრექსიტის" შესახებ კანონპროექტს მეორედ მოსმენით მხარი დაუჭირა. 

დოკუმენტს ხმა 358-მა დეპუტატმა მისცა, 234 წინააღმდეგი იყო. 

მოსალოდნელია, რომ საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატა განხილვებს მომავალი წლის დასაწყისში გააგრძელებს.