ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ირლანდიის ლიდერს შეხვდება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ირლანდიის ლიდერს ლეო ვარადკარს შეხვდება. საუბრის მთავარი თემა „ბრექსიტი“ და არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზები იქნება.

შეხვედრა დუბლინში იგეგმება.

ვარადკარის თქმით, ის არ ელოდება გარღვევას საკითხზე, რომელიც ირლანდიასთან არსებული საზღვრის მართვას უკავშირდება მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს.