ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მეშვიდე შვილი შეეძინა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონსა და მის მეუღლეს, კერის მეორე შვილი, გოგონა შეეძინათ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პრემიერისთვის ეს მეშვიდე შვილია.

კერი ჯონსონმა ლონდონის ერთ-ერთ სახელმწიფო საავადმყოფოში იმშობიარა. ის და ბავშვი თავს კარგად გრძნობენ. მეუღლეებმა ექიმებს ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა საცოლეზე ვესტმინსტერის საკათედრო ტაძარში 30 მაისს იქორწინა.