ბრიტანეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა შეუძლებელია

რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა შეუძლებელია, ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ჟურნალ The Spectator-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"მე, ისევე როგორც ბევრ საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს ჩემამდე, მეგონა, რომ რუსეთთან ურთიერთობის თავიდან დაწყება შესაძლებელია. თუმცა ეს ასე არ არის. მე ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი იმით, რომ ვცდებოდი", - განაცხადა ჯონსონმა.