ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სექსუალურ სკანდალს უარყოფს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ჟურნალისტის მიმართ სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია.

ჟურნალისტი შარლოტა ედვარდსი აცხადებს, რომ 20 წლის წინ, 1999 წელს ის ჟურნალ „Spectator-ში“ მუშაობდა, როდესაც ჯონსონი მას აღვირახსნილად ფიზიკურად შეეხო. იმ პერიოდში ახლანდელი პრემიერი გამოცემის რედაქტორის პოსტს იკავებდა.

"The Sunday Times-ში" გამოქვეყნებულ მასალაში ჟურნალისტი აცხადებს, რომ ერთ-ერთი ოფიციალური სადილის დროს, ბორის ჯონსონმა მაგიდის ქვეშ ხელი შეაცურა და მას ბარძაყზე უფათურა ხელი.

ბრიტანეთის პრემიერი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს „ბინძური ტყუილია“.