ბრიტანეთის პრემიერის დედა 79 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის დედა, მხატვარი შარლოტა ჯონსონ-უალი, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას გაზეთი The Telegraph ავრცელებს.

გარდაცვლილის ოჯახის განცხადებაზე დაყრდნობით, გაზეთი მის "მოულოდნელი, მაგრამ მშვიდობიანი გარდაცვალების შესახებ" იტყობინება.

შარლოტა ჯონსონ-უალის გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.

40 წლის ასაკში პრემიერის დედას პარკინსონის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.