ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი COVID-19-ზე აიცრა

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა Twitter-ის პირად გვერდზე განაცხადა.

"ახლახანს კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა მივიღე. ეს უსაფრთხო, ეფექტური და უმტკივნეულოა. გაიკეთეთ ვაქცინა, როდესაც თქვენი ჯერი მოვა. მხოლოდ ერთმანეთის დაცვით შევძლებთ ვირუსის დამარცხებას", - წერს ტერეზა მეი.