ბრიტანეთისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრების სამიტი გაუქმდა

საფრანგეთისა და ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრების სამიტი გაუქმდა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს. 

სამიტის გაუქმების მიზეზი აშშ-ს, ავსტრალიასა და ბრიტანეთს შორის გაფორმებული ბირთვული შეთანხმებაა, რის გამოც ავსტრალიამ საფრანგეთთან 2016 წელს დადებული შეთანხმება გააუქმა.

ასევე გაუქმდა ფრანკო-ბრიტანული საბჭოს შეხვედრაც, რომელსაც ორივე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურები უნდა დასწრებოდნენ.

უსაფრთხოების სფეროში ახალი პარტნიორობის შექმნის შესახებ აშშ-მა, ავსტრალიამ და ბრიტანეთმა 15 სექტემბერს განაცხადეს.