ბრიტანეთმა COVID ვაქცინის მესამე დოზის გამოცდა დაიწყო

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის მსოფლიოში პირველი გამოცდა მიმდინარეობს. სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, შემოდგომაზე ვირუსის გააქტიურების პირობებში, არსებული 7 ვაქცინიდან მაქსიმალურ დაცვას რომელი უზრუნველყოფს. ინფორმაციას Daily Record ავრცელებს. 

კლინიკურ კვლევებზე 19,3 მილიონი ფუნტია გამოყოფილი. ტესტირებას Pfizer, AstraZeneca, Moderna, Novavax, Johnson&Johnson, Valneva და CureVac გაივლის. 

18 სამედიცინო ცენტრი, მთელი ქვეყნის მასშტაბით 3-3 , ჯგუფად იქნება გაყოფილი. თითოეულ მათგანში ვაქცინა გამოცდას ცალ-ცალკე გავლის. ლაბორატორიაში სხვა და სხვა შტამზე მათი რეაქცია, მათ შორის ინდურ და სამხრეთაფრიკულ შტამზე, სათითაოდ შემოწმდება.

ექსპერიმენტში 75 წელს ზევით მოქალაქეების და ასევე ის პირები ჩაერთვებიან, ვისაც Pfizer -ის, ან AstraZeneca-ს პირველი დოზა დეკემბერ-იანვარში აქვთ გაკეთებული.