ბრიტანეთმა ევროკავშირისა და აშშ-ის ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის კარანტინი გააუქმა

მომავალი კვირიდან აშშ-ისა და ევროკავშირის უმეტესი ქვეყნების მოქალაქეები დიდ ბრიტანეთში მოგზაურობას სავალდებულო კარანტინის გარეშე შეძლებენ. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

ცვლილებები 2 აგვისტოს ამოქმედდება.

"მგზავრებს, ვისაც ეს ეხება, ევროპისა და აშშ-ის მარეგულირებლის მიერ დაშვებული ვაქცინის ორი დოზა უნდა გქონდეთ მიღებული", - აღნიშნავს Sky News.

ამასთან, მოგზაურებმა კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი ტესტი უნდა წარადგინონ, რომელიც გამგზავრებამდე გაიკეთეს და კიდევ ერთი ტესტი ჩამოფრენიდან მეორე დღეს უნდა გაიკეთონ.