ბრიტანეთში აცხადებენ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაზაფხულამდე არ იქნება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დიდ ბრიტანეთში მასობრივი მოხმარებისთვის მომავალი წლის გაზაფხულამდე არ გამოჩნდება, - ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის სამეცნიერო მრჩეველმა, პატრიკ ვალანსმა განაცხადა.

"ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენ გვექნება რაიმე სახის ვაქცინა ფართო გამოყენებისათვის, სულ მცირე, მომავალი წლის გაზაფხულამდე”, - განაცხადა მან ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატების ეროვნული უსაფრთხოების ერთობლივ სტრატეგიულ კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ვაქცინა დიდი ალბათობით, დაავადების გავრცელების მთლიანად შეჩერებას ვერ შეძლებს, რადგან წარსულში ვაქცინაციით მხოლოდ ყვავილის აღმოფხვრა მოხერხდა.