ბრიტანეთში ბავშვებისთვის "შერეულ" ვაქცინაციას განიხილავენ

ბრიტანეთში ვაქცინის შერეული დოზების შედეგად ბავშვების იმუნურ პასუხს სწავლობენ. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

მომავალი კვირიდან ქვეყანაში კორონავირუსზე 12-15 წლის ბავშვების აცრა იწყება. აქამდე აგვისტოდან ვაქცინაციის უფლება 16-17 წლის მოზარდებს ჰქონდათ.

ბავშვები პირველ დოზად Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას მიიღებენ, მეორე დოზის რეკომენდაცია კი მოგვიანებით იქნება ცნობილი.

კვლევები იმუნურ პასუხსა და გვერდით მოვლენებს შეისწავლის.

”აქ შეშფოთებას მიოკარდიტის რისკები იწვევს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ”, - განაცხადა ოქსფორდის ვაქცინების ჯგუფის წამყვანმა მკვლევარმა, მეთიუ სნეიპმა.

კვლევაში მონაწილეობას 360 მოხალისე მიიღებს.