ბრიტანეთში COVID 19-ის 2472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში 363-ით გაიზარდა. ლეტალური შემთხვევების საერთო რაოდენობამ 35 704-ს მიაღწია. 24 საათში დაინფიცირების 2 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დავირუსებულთა საერთო რაოდენობამ 248 293-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1 101 პაციენტი. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.