ბრიტანეთში COVID-19-ის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოაჩინეს

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი VUI-21MAY-01 გამოვლინდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, იორკშირსა და ჰამბერის რეგიონში ახალი შტამით ინფიცირების  49 შემთხვევა დაფიქსირდა.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ახალი შტამი თავდაპირველთან შედარებით უფრო გადამდები ან საშიშია.

ამ დროისათვის ჯანდაცვის ექსპერტები ახალ შტამს აკვირდებიან.