ბრიტანეთში COVID-19-ით ერთ დღეში 121 პაციენტი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში 121-ით გაიზარდა, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რიცხვი 36,914-მდე გაიზარდა.

ინფიცირებულთა რიცხვმა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 261,184-ს მიაღწია. 1,625 პირი გასული 24 საათის განმავლობაში დაინფიცირდა.