ბრიტანეთში COVID-19-ით ერთ დღეში 282 პაციენტი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში 282-ით გაიზარდა, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რიცხვი 36,675-მდე გაიზარდა.

ინფიცირებულთა რიცხვმა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 257,154-ს მიაღწია.  2,959 პირი გასული 24 საათის განმავლობაში დაინფიცირდა.