ბრიტანეთში COVID-19-ით ერთ დღეში 377 პაციენტი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში 377-ით გაიზარდა, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რიცხვი 37 837-მდე გაიზარდა.

ინფიცირებულთა რიცხვმა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 269 127-ს მიაღწია. 1877 პირი გასული 24 საათის განმავლობაში დაინფიცირდა.