ბრიტანეთში COVID-19-ზე მოსახლეობის 3/4 არის აცრილი

დიდი ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი ზრდასრული მოსახლეობის სამმა მეოთხედმა გაიარა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი წერს.

"ჩვენ ამ დიდი ეროვნული მიღწევით უნდა ვიამაყოთ. ახლა მთავარია, რომ ისინი, ვინც ჯერ აცრილი არ არის, ვაქცინაციაზე დარეგისტრირდეს, რათა საკუთარი თავი, ახლობლები დაიცვას და საშუალება მოგვცეს ჩვენ ყველას, ჩვენი თავისუფლებით დავტკბეთ", - წერს ჯონსონი "ტვიტერზე".

სამთავრობო მონაცემებით, 67-მილიონიან ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი ამ დროისთვის 39,5 მილიონმა ადამიანმა გაიარა.