ბრიტანეთში ინდური შტამით ინფიცირებულთა რიცხვი გაორმაგდა

დიდ ბრიტანეთში, ბოლო ორ კვირაში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირებულთა რიცხვი ორჯერ გაიზარდა და 520-ს გადააჭარბა. შემთხვევები ლონდონში, ბოლტონში, თაინსაიდსა და ნოთინგჰემში დაფიქსირდა. ინფორმაციას  BBC ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, რომელმაც ხელახალი რეგიონული შეზღუდვების დაწესება გამორიცხა, შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

მთავრობა კონტროლის დამატებითი ზომების შემოღებას გეგმავს, რაც სწრაფ ტესტირებას, ინფექციის გავრცელების ადგილების ზედამხედველობასა და კონტაქტების გამოვლენას გულისხმობს.

ბრიტანეთმა წარმატებული ვაქცინაციის ფონზე გარკვეული შეზღუდვები უკვე მოხსნა და შემსუბუქების მომდევნო ეტაპი 17 მაისიდან იგეგმება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ეგრეთ წოდებული ინდური შტამი 44 ქვეყანაშია დაფიქსირებული