ბრიტანეთში კომპანიები თანამშრომლების შემცირებას აპირებენ

დიდ ბრიტანეთში კომპანიების დაახლოებით მეოთხედი, მომავალი ექვსი თვის განმავლობაში თანამშრომლების შემცირებას აპირებს. ინფორმაციას ადასტურებს ინგლისის ბანკის მიერ ჩატარებული გამოკითხვა, რომელიც ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

გამოკითხულთა 42% -მა განაცხადა, რომ კომპანიები 2020 წლის ბოლოსკენ თანამშრომლების რაოდენობის შემცირებას აპირებენ.  კიდევ ერთი მესამედი კომპანიებში თანამშრომლების შემცირებას არ გამორიცხავს. ამასთან, გამოკითხულთა მხოლოდ 16% -მა თქვა, რომ მათი საწარმოები ფუნქციონირებს სრულად შეძლებენ. ამ კვლევიდან გამომდინარე, კომპანიები ვარაუდობენ, რომ 2020 წლის ბოლოს უმუშევრობის დონე 11%-ით გაიზრდება.

კომპანიების თქმით, თანამშრომლების შემცირება გაყიდვების ვარდნითაა გამოწვეული. ისინი ფიქრობენ, რომ გაყიდვების ნორმალურ დონეზე დაბრუნებას სულ მცირე ერთი წელი დასჭირდება.