ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 413 ადამიანი გარდაიცვალა, რაც მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებლია.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, COVID-19 კიდევ 4 463  ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 20 732-მდე გაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსი უკვე 152 840 პირს დაუდასტურდა.