ბრიტანეთში კორონავირუსზე 12 წლიდან მოზარდებს ცრიან

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია დღეს დაიწყო.

მოზარდების ვაქცინაციის პროგრამა საერთო ჯამში დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს მოიცავს.

ინგლისში ვაქცინაცია  უშუალოდ სკოლებში ხდება; უელსში, სკოლების გარდა, ვაქცინა შეიძლება  გაკეთდეს ვაქცინაციის ცენტრებში. შოტლანდიაში მოზარდების აცრა შესაძლებელია კლინიკებში. ჩრდილოეთ ირლანდიაში ახალგაზრდებს  ოქტომბრიდან საშუალება ექნებათ სკოლებში აიცრან.

ამ დროისათვის, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე სრულად 44.4 ადამიანია აცრილი.