ბრიტანეთში კოვიდით ჰოსპიტალიზაციის 60% არავაქცინირებულებზე მოდის

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმა, პატრიკ ვალანსმა განაცხადა, რომ 60% იმ ადამიანებისა, რომლებიც COVID-19-ით საავადმყოფოში მოხვდნენ, ვაქცინირებულები არ არიან. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.

მანამდე მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ჰოსპიტალიზაციის 60% ორივე დოზით ვაქცინირებულებზე მოდის, რამაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მომდევნო პრესკონფერენციაზე ვალანსმა საკუთარ სიტყვებში შესწორება შეიტანა.

”სტატისტიკის კორექტირება, რომელიც პრესკონფერენციაზე მოვიყვანე. COVID–ით ჰოსპიტალიზებულთა დაახლოებით 60% არ არიან ორმაგი ვაქცინაციის მქონე ადამიანები, უფრო მეტიც, ამ დროისთვის COVID–ით ჰოსპიტალიზებულთა 60% არავაქცინირებული ადამიანია", - განაცხადა მან.