ბრიტანეთში მამაკაცმა სასწრაფო დახმარების ორი თანამშრომელი დაჭრა

ბრიტანეთში, ქალაქ ვოლვერჰემპტონში მამაკაცმა სასწრაფო დახმარების ორი თანამშრომელი დაჭრა. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იუწყება.

მათი ინფორმაციით, ბრიგადა გამოძახებაზე გამოცხადდა, რის შემდეგაც შემოვიდა შეტყობინება, რომ მედიკოსებს თავს დაესხნენ. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამი დამატებითი მანქანა და ორი ვერტმფრენი იყო მობილიზებული.

თავდამსხმელი ელექტროშოკით ნეიტრალიზებულია. ის დაკავებულია.