ბრიტანეთში მედიკოსების სავალდებულო ვაქცინაციას არ გამორიცხავენ

ბრიტანეთში, სავარაუდოდ, ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. ამის შესახებ Sky News-ს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯევიდმა განაცხადა.

"ჩვენ ამ საშუალებას განვიხილავთ. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მისაღები გვაქვს, მაგრამ, სავარაუდოდ, ჩვენ ასე გავაკეთებთ", - აღნიშნა ჯევიდმა.

მინისტრის თქმით, ეს პაციენტების უკეთესი დაცვის გარანტია იქნება.

ამ დროისთვის ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოხუცთა თავშესაფრების პერსონალისთვის სავალდებულო გახდა. 

Worldometres-ის ცნობით, პანდემიის დაწყებიდან ჩეხეთში კორონავირუსის 8 773 674 შემთხვევა გამოვლინდა. 139 533 ადამიანი გარდაიცვალა, 7 142 116 გამოჯანმრთელდა.