ბრიტანეთში Moderna-ს გამოყენება 12 წლიდან დაამტკიცეს

დიდი ბრიტანეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო, Moderna-ს ვაქცინის გამოყენება 12-17 წლის ბავშვებისთვის დაამტკიცეს. ინფორმაციას ქვეყნის მთავრობა ავრცელებს.

დეტალები: მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) დაადასტურა, რომ ვაქცინა ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის უსაფრთხო და ეფექტურია.

შეგახსენებთ: ივნისში, ბრიტანულმა მარეგულირებელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო, Pfizer-BioNTech ვაქცინის გამოყენებას 12-15 წლის მოზარდებისთვის დაუშვა.