ბრიტანეთში მოსახლეობას ციყვების ჭამა შესთავაზეს

ბრიტანეთის სატყეო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, სერ ჰარი სტადჰოლმის რეზონანსულ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქვეყანაში ტყეების შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ ხეების მასობრივი სიკვდილის მიზეზი რუხი ციყვებია.

მისი თქმით, მღრღნელების პოპულაცია 2 მილიონს აღწევს, და თუკი მათ წინააღმდეგ შემუშავებული ზომები შედეგს არ მოიტანს, ბრიტანელებს "ლონდონის რესტორნებში ციყვების ჭამა მოუწევთ".

"რუხი ციყვები ხეებს საფრთხეს უქმნიან, ისინი მუხის, წიფლის და ჭადრის ქერქს ღრღნიან, რაც მათ ადვილად კლავს. ციყვების გამო ფოთლოვანი ხეების მოყვანა დიდ ბრიტანეთში პრაქტიკულად შეუძლებელია", - აღნიშნა სტადჰოლმმა.