ბრიტანეთში პირბადეებისგან საქორწილო კაბა შექმნეს

დიდ ბრიტანეთში, ქორწილებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის აღსანიშნავად, სამედიცინო პირბადეებისაგან საქორწილო კაბა შექმნეს. 

კაბის შექმნას 1 500 პირბადე დასჭირდა. საქორწილო კაბის დიზაინერი ტომ სილდვუდია.

ტანისამოსი მოდელმა ჯემიმა ჰამბრომ წარადგინა. 

კაბა ასევე ნათლად აჩვენებს გარემოს დაბინძურების პრობლემას.