ბრიტანეთში ყველაზე დიდი ოქროს მონეტა შექმნეს - VIDEO

დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანამ  ისტორიაში ყველაზე დიდი ოქროს მონეტა შექმნა. ამის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე ვრცელდება.

”ტრადიციული მეთოდებისა და ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით, ჩვენმა ნიჭიერმა ოსტატებმა უდიდესი მონეტა შექმნა ჩვენს 1100-წლიან ისტორიაში”, - ნათქვამია განცხადებაში.

ოქროს მონეტა 10 კილოგრამს იწონის. მისი დიამეტრი 20 სანტიმეტრია. დამზადებას 400 საათი დასჭირდა.

ერთ ეგზემპლარად დამზადებული მონეტის ნომინალური ღირებულება 10 ათასი გირვანქა სტერლინგია.