ბრიტანეთში შექმნეს ტელეფონი ანტიბაქტერიული ზედაპირით

ბრიტანეთში შექმნეს ტელეფონი, რომელსაც ანტიბაქტერიული ზედაპირი აქვს.

მოდელ Cat S42-ის კორპუსი ვერცხლის იონებს. ეს მასალები მიკრობების გავრცელებას უშლის ხელს.

მწარმოებლების თქმით, ბაქტერიების 80%-მდე 15 წუთში ნადგურდება. 24 საათში კი სმარტფონიდან მიკრობების თითქმის 100% გაქრება.

ამასთან, ტელეფონის გარეცხვა ონკანის წყლით, საპნით იქნება შესაძლებელი.

მისი გაყიდვა 2021 წელს დაიწყება. ტელეფონის ფასი ბრიტანეთში დაახლოებით 230 გირვანქა სტერლინგი (1018 ლარი) იქნება.