ბრიტანეთში შესაძლოა განმეორებითი კარანტინი გამოცხადდეს

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ხელახალი კარანტინის გამოცხადება საუკეთესო საშუალებაა, თუმცა მას არ სურს რომ ასე მოხდეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს. 

”თუ წესებს ყველა დაიცავს, ეროვნული ჩაკეტვის თავიდან აცილებას შევძლებთ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მისაღებად მზად უნდა ვიყოთ", - განაცხადა ჰენკოკმა.

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 390 358-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 41 759-მდე გაიზარდა.