ბრიტანეთში წარმოებული ვაქცინის მასშტაბური გამოყენება დეკემბრიდან დაიწყება

ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ისა  ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ წარმოებული ვაქცინის ფართო გამოყენება, შესაძლოა, წლის ბოლოდან დაიწყოს. ამის შესახებ გამოცემა The Sunday Times იუწყება.

ბრიტანეთის მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილის, ჯონათან ვან ტამის განცხადებით, ამ დროისათვის ვაქცინის კვლევების მესამე ეტაპი მიმდინარეობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დეკემბერში მისი ფართო გამოყენება შესაძლებელი იქნება.