ბრიუსელში 185 გარემოსდამცველი დააკავეს

პოლიციამ ბრიუსელში 185 გარემოსდამცველი აქტივისტი დააკავა. მათი პროტესტის ადრესატი ავტოშოუ იყო. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ავტოინდუსტრია, გამოყოფილი CO2-ით გარემოს ერთ-ერთი უდიდესი დამაბინძურებელია. 

საპროტესტო აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა. მოგვიანებით მათ პავილიონთან კიდევ ერთი აქცია გამართეს, რომელიც პოლიციამ დაშალა. 

ავტოშოუს ორგანიზატორების თქმით, ისინი 10-დღიან ღონისძიებაზე 500 000 ადამიანს ელოდებიან.