ბრიუსელში დღეს აშშ-ევროკავშირის სამიტი ჩატარდება

აშშ-ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში გაიმართება დღეს. ევროკავშირის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

სამიტში აშშ-ის მხრიდან მონაწილეობას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიღებს.

ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლიდერები განიხილავენ საერთო საკითხებს, რომელთა შორისაა კორონავირუსი, კლიმატი, ვაჭრობა და ინვესტიციები, ტექნოლოგიები, საგარეო საკითხები და საერთო ღირებულებები.

სამიტის დასასრულს ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერები ერთობლივ განცხადებას გამოაქვეყნებენ.