ბრიუსელში ქალმა, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. გართულებული მდგომარეობის გამო მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, თუმცა ეს გართულება კორონავირუსს არ უკავშირდებოდა.
”მათ მითხრეს, რომ COVID-19-ზე ამიღებდნენ ანალიზს და ვფიქრობდი, რომ უარყოფითი პასუხი მოვიდოდა, მაგრამ მეორე დღეს ჩემმა გინეკოლოგმა დამირეკა და მითხრა, რომ პასუხი დადებითი იყო. მე ჩემი შვილი მხოლოდ ორი წუთით ვნახე", - თქვა ახალშობილის დედამ.
ახალშობილი ქირურგიულ განყოფილებაშია გადაყვანილი, რათა კორონავირუსის გავრცელების რისკი შემცირდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, დედებს, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ, ძუძუთი კვება მხოლოდ მკაცრი ჰიგიენური ნორმების დაცვით შეუძლიათ.