ბრიუსელში, საჯარო სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში საჯარო სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა. მიზეზი კორონავირუსი შემთხვევების ზრდაა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

ახალი რეგულაციის მიხედვით, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება სკვერებსა და ქუჩებშიც.

ბელგიის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს სახლიდან ხშირად გასვლისგან თავი შეიკავონ და სოციალური დისტანცია დაიცვან.

ამ დროისთვის ბელგიაში კორონავირუსის 75 008 შემთხვევა ფიქსირდება, 9 885 ადამიანი გარდაიცვალა.