ბრიუსელში ტრანსპორტის მოძრაობის დასაშვები სიჩქარე 30 კმ/სთ იქნება

2021 წლიდან ბელგიის დედაქალაქი იქცევა ზონად, სადაც ავტომობილების მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 30 კმ/სთ იქნება. ამის შესახებ ბრიუსელის მობილობის საკითხებში ახალმა მინისტრმა, ელკე ვან დენ ბრანტმა განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა Le Soir ავრცელებს.

შეზღუდვა არ შეეხება გარკვეულ გზებს, სადაც მოძრაობა 50 კმ/სთ-ის სიჩქარით იქნება დასაშვები.

აღნიშნულ ზონაში პოლიციის კონტროლი გაძლიერდება. სიჩქარის მზომი რადარების მოდერნიზაცია და მათი რაოდენობის გაზრდაც იგეგმება.

მინისტრის განცხადებით, ამ ინიციატივით ხელისუფლებას ბელგიის დედაქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია სურს.