ბრუნსვიკში, საცურაო აუზში ბავშვი და მისი მშობლები გარდაცვლილები იპოვეს

8 წლის გოგონა და მისი მშობლები ბრუნსვინკში სახლის საცურაო აუზში პოლიციამ გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა.

"ეს დამანგრეველი დღეა მთელი საზოგადოებისთვის. ჯერჯერობით ზუსტად არ არის დადგენილი, რა მოხდა”, - განაცხადა აღმოსავლეთ ბრუნსვიკის პოლიციის უფროსმა, ფრანკ ლასოკომ.

საგამოძიებო სამსახურის უფროსის თქმით, აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძება და დეტალები მომხდართან დაკავშირებით მალე გახდება ცნობილი.