ბუქარესტის კოვიდ-ჰოსპიტალში ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა

ბუქარესტის მატეა ბალშის სახელობის ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ერთ-ერთ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AGERPRES ავრცელებს.

ჰოსპიტალში COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობდნენ.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მისი გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე რუმინეთის ჯანდაცვის მინისტრი იმყოფება.